ინფორმაციული უსაფრთხოება

არსებული ინტელექტუალური საკუთრების თუ ციფრული ინფორმაციის დაცულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის. აუცილებელია სტრატეგიული მიდგომა და კიბერ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა.

კომპანია LAB გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი 2 ბრენდის უახლეს ტექნოლოგიებს:

FORTINET – ქსელური უსაფრთხოების გლობალური პროვაიდერი და ბაზრის ლიდერი ინტეგრირებული უსაფრთხოების მოწყობილობებში (UTM). 2000 წელს დაფუძნებული ეს კომპანია უკვე წლებია ემსახურება არა მარტო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე სამთავრობო უწყებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია Fortinet აწარმოებს ინტეგრირებულ უსაფრთხოების მექანიზმების ფართო არჩევანს, რომელიც არის გარანტი, მიმდინარე კიბერ საშიშროებების თავიდან ასაცილებლად.

CHECK POINT – მსოფლიოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ლიდერი პროვაიდერი კომპანიაა. მისი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს მე-5 დონის კიბერ საფრთხეებისგან დაცვას. კომპანიის შემოთავაზებული მრავალდონიანი უსაფრთხოების არქიტექტურა არ ტოვებს სუსტ წერტილებს კომპანიის კიბერ უსაფრთხოებაში და გარანტირებულად იცავს ნებისმიერი სახის ქსელური საშიშროებისგან.