ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა აქტიურობისა და ჩართულობის მხარდაჭერა ჩვენი მიზანია.
15 ივლისს – „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სპიკერის ამპლუა მოვირგეთ.
დამსწრეებს კომპანიის ის მიღწევები გავუზიარეთ, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით განახორციელა. პარალელურად, აუდიტორიას ლაბ – ის სამომავლო და მიმდინარე გეგმებზეც მოვუყევით.
ღონისძიება ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ პროექტის „ქალები მომავლისთვის“ ფარგლებში გამართა.
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და საკომუნიკაციო სფეროში მათი ჩართულობის ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women – ის მხარდაჭერით და ქალთა გაძლიერების პრინციპებთან WEPs პარტნიორობით აქტიურად ვანხორციელებთ.