ლაბ ქალთა გაძლიერების პრინციპების WEPs – ის 3 დღიან ტრენინგს დაესწრო

By მარტი 2, 2020 აგვისტო 13th, 2020 News

26 – 28 თებერვალს, ამბასადორ კაჭრეთში, გაეროს ეგიდით ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა.

ლაბ, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია ესწრებოდა ტრენინგს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგი საქართველოში, კერძო სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვისკენაა მიმართული, რაც გულისხმობს თანასწორ შესაძლებლობებს, დისკრიმინაციის და ძალადობის არარსებობას, გენდერულ თანასწორობას, თითოეული ქალისა და კაცის კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

როგორც იცით, ჩვენმა კომპანიამ 11 დეკემბერს ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას მოაწერა ხელი და WEPs- ის ხელმომწერ კომპანიათა რიგებს შეუერთდა.