გაყიდვების მენეჯმენტის კურსი ქალთა როლის გასაძლიერებლად

By მაისი 18, 2020 აგვისტო 14th, 2020 News

კომპანია ლაბ – მა COVID-19 – ის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის გაყიდვების მენეჯმენტის კურსები ონლაინ გამართა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანს, ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ქალების გადამზადება, გაყიდვებში მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და ცოდნის გაზიარება წარმოადგენდა.

გაყიდვების სტრატეგია, სწორი ბიუჯეტირება, საკვანძო კლიენტები და მათი მართვა – იმ საკითხების ნაწილია, რომელიც ბენეფიციარმა ქალებმა, ონლაინ კურსის ფარგლებში გაიარეს.

კურსის მსვლელობისას მსმენელები დაეუფლნენ თანამედროვე გაყიდვების ტექნიკებსა და უნარებს, გაეცნენ საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარს, კომპანიის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლეს გაყიდვების იმ სპეციფიკების შესახებ რაც უნდა ვიცოდეთ საერთაშორისო და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობისას. გაიარეს გაყიდვების წარმოების ყველა ეტაპი.

გარდა ამისა, შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საერთაშორისო კომპანიებს (HP, DELL, CISCO, Lenovo) მათი მუშაობის ტექნიკებს და მათთან თანამშრომლობის მთავარ მიდგომებს.

კურსი, რომელსაც უძღვებოდა კომპანიის გაყიდვების მენეჯერი დაიწყო 20 მაისს და დასრულდა 29 მაისს.

ბენეფიციარი ქალები, რომლებიც შემოუერთდნენ კურსის პირველ ეტაპს, შეირჩნენ გაეროს ქალთა როგანიზაციის მიერ გასაუბრების საფუძველზე.

საქართველოში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია ლაბ WEPs – ს 2019 წელს შეურთდა.